რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი არა მხოლოდ რელიგიური ლიდერია, არამედ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში, მას აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა