არქივი25 მაისი, 2024, 07:24
რატომ არ ჩანან ქუჩებში პარკინგის თანამშრომლები და კონტროლიორები?
რამდენიმე დღეა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანან. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან.
„გადამზადებას გადიან. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება და დაუბრუნდებიან თავისი მოვალეობის აქტიურად შესრულებას,“ – აცხადებენ მერიაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.