კონტროლიორები სამუშაო ადგილს ფორმის გარეშე დაუბრუნდებიან? – რას აცხადებენ თბილისის მერიაში?

რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანან. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. როგორც დედაქალაქის მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტროლიორები სამსახურს ფორმის გარეშე დაუბრუნდებიან.
მერიაში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კონტროლიორები სამუშაო ადგილს ჩვეულებრივად, რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის