ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უვიზი მიმოსვლას რატომ გვიუქმებს ევროპაო? – ბევრი გაბრაზებული კითხულობს” – ლევან ჯავახიშვილი

უვიზი მიმოსვლას რატომ გვიუქმებს ევროპაო?– ბევრი გაბრაზებული კითხულობს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, სამხედრო დოქტრინაში უწერია, რომ რუსეთი არის მათი ქვეყნის #1 საფრთხე. ზოგს პირდაპირ მითითებული აქვს, რომ რუსეთი არის მათ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას. ჰოდა, როცა ევროკავშირის მტრის მეგობარი ვხდებით, მტრის მეგობარი საკუთარ ქვეყანაში რატომ უნდა შეუშვან უვიზოდ? სხვას თავი დაანებეთ, უკრაინაში ომის დაწყების მერე, რის მერეც რუსები ვეღარ დადიან ევროპაში, ქართული პასპორტით, რუსული სპეცსამსხურების თანამშრომლები დაშლიგინებენ ევროპაში და ეგ კარგად იცის ევროპამ. მათ შორის, ქართველებიც. და რისთვის დადიან იქ? ფარულად საქველმოქმედი საქმიანობას ეწევიან? მოხუცთა თავშესაფარში მუშაობენ? იმ ქვეყნების უსაფრთხოებას უთხრიან ძირს და აქ რა არის გაუგებარი? კი, ცუდი იქნება, თუ უვიზო გაგვიუქმეს, მაგრამ პასუხი ევროკავშირს კი არა, ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ. აი, ძალიან მარტივ რაღაცეებს განმარტებები რატომ სჭირდება, ეგ ვერ გავიგე. ძალით იშტერებს ზოგი თავს თუ მართლა ამდენი შტერია ?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.