არქივი24 მაისი, 2024, 12:08
სად არიან კონტროლიორები - რა გახდა მათი გაუჩინარების მიზეზი
კვირაზე მეტია, რაც კონტროლიორები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და მეტროსადგურებში არ ჩანან.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა გახდა მათი გაუჩინარების მიზეზი და დეტალების გასარკვევად მერიას დაუკავშირდა.
როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, კონტროლიორები გადიან გადამზადებას, გადამზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება და მონიტორინგი ჩვეულ რეჟიმს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.