პუტინმა და მოდიმ უკრაინის საკითხი განიხილეს და ერთმანეთს არჩევნებში წარმატება უსურვეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, უკრაინის საკითხი განიხილეს და მომავალ არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ორმა ლიდერმა, „გამოთქვა ინტერესი ურთიერთსასარგებლო ორმხრივი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე“. საუბარი ასევე შეეხო “უკრაინაში არსებული ვითარების“ საკითხს, – ნათქვამია ორშაბათს, 15 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამავე განცხადების მიხედვით, პუტინმა და მოდიმ წარმატებები უსურვეს ერთმანეთს, ინდოეთში დაგეგმილ საპარლამენტო და რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთმა მოსკოვთან თავისი ტრადიციულად მეგობრული კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, დელი ახლო კავშირს ინარჩუნებს დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის – შეერთებულ შტატებთან. ამ ფონზე, ზოგჯერ, ინდოეთი უკრაინაში მოსკოვის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ