ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინმა "უკრაინაში არსებული სიტუაცია" ინდოეთის პრემიერთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ტელეფონით ესაუბრა, სადაც "უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს".
პუტინთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა თქვა, რომ პუტინთან სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ.
"პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის რუსეთის მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, - წერს Twitter-ზე ინდოეთის პრემიერმინისტრი.
პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.