თენგიზ ფხალაძე – ის, რომ პუტინი უკრაინელების კონტრშეტევის წარმატება-წარუმატებლობაზე საუბრობს, ნიშნავს, რომ შეიცვალა ომის შინაარსი – 2024 წელი უკრაინის ძალიან სერიოზული მხარდაჭერის წელი იქნება

მსოფლიო ამ ტიპის ომისათვის [რუსეთ-უკრაინის ომი] არ იყო მზად, შესაბამისად, სამხედრო მრეწველობაც. საკითხი შარშან რეალურად დადგა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ს შეიარაღებას აწვდიდნენ, ელემენტარულად სათანადო და შესაბამისი შეიარაღება არ ჰქონდათ. 2024-ში ეს საკითხი გამოსწორდება, -ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თენგიზ ფხალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, 2024 წელი უკრაინის „ძალიან სერიოზული მხარდაჭერის“ წელი იქნება.
„აქ არის ორი ფაქტორი – ერთია პოლიტიკური, მეორე პრაქტიკული სამხედრო მხარდაჭერის. გეტყვით, რომ პოლიტიკური ფაქტორი ნამდვილად არ შესუსტებულა. ის, რაზედაც გათვლა ჰქონდა რუსეთს – უკრაინით გადაღლა, რომ ევროპა, დასავლეთი გადაიღლებოდა და ეს მხარდაჭერა შესუსტდებოდა, ეს ასე არ არის. სამხედრო კომპონენტში კი ბატონო, არის და ახლავე გეტყვით რატომ. მსოფლიო ამ ტიპის ომისათვის არ იყო მზად, შესაბამისად, სამხედრო მრეწველობაც არ იყო მზად. საკითხი შარშან რეალურად დადგა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიდნენ, ელემენტარულად სათანადო და შესაბამისი შეიარაღება არ ჰქონდათ. 2024-ში ეს საკითხი გამოსწორდება, გამომდინარე იქიდან, რომ ზომები მიიღეს შარშან ანუ, სამხედრო მრეწველობა იზრდება, რის შედეგებსაც 2024-ში ვნახავთ. ყოველთვის შეიძლება მეტის გაკეთება, სანამ საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლაც არაორდინალური სიტუაციაა, ბევრი რამ, რაც შემდგომში გამოჩნდა, რომ გაკეთებადი და შესაძლებელი ყოფილა, თავიდან არ ჩანდა. ამასაც ერთგვარი დრო და გამოცდილება სჭირდება. როგორ იქნება ეს ყველაფერი მომავალში, ეს წელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალების იმ კონფიგურაციით, რითაც დღევანდელ დღეს არის, ზოგადად დასავლურ ბლოკში, უკრაინის მხარდაჭერის მიმართ არსებობს ერთსულოვნება. თავისთავად ცხადია, რომ მთავარი მნიშვნელოვანი მომენტები წინ არის. ეს არის არჩევნები ევროპარლამენტში. შესაბამისად, ახალი პარლამენტი, ახალი კომისია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნებული იქნება და არჩევნები -ში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ს თეორიულ დაბრუნებას თან სდევდეს. დღეის მოცემულობით, შემიძლია გითხრათ, რომ 2024 წელი კვლავაც იქნება უკრაინის ძალიან სერიოზული მხარდაჭერის წელი“,- განაცხადა ფხალაძემ.
გარდა ამისა, ფხალაძის განცხადებითვე, „ის ფაქტი, რომ პუტინი უკვე საუბრობს უკრაინელების კონტრშეტევის წარმატება- წარუმატებლობაზე, ნიშნავს, რომ შეიცვალა ომის შინაარსი“.
„მანამდე საუბარი იყო, რამდენად წარმატებული იქნებოდა . ახლა ჩვენ რეალურად, ის ვითარება გვაქვს, როდესაც არცერთ მხარეს არ შეუძლია აქტიურ შეტევაში გადასვლა. აქ რაღაც უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ მოცემულობას შეცვლის. მათ შორის ეს შეიძლება იყოს წვრთნების დროზე დამთავრება და F16-ების გადაცემა უკრაინისთვის, ახალი ტიპის შეიარაღების. თავისთავად ცხადია, ცაში უპირატესობის მოპოვება ხმელეთზეც განაპირობებს წარმატებას. ამისათვის დღეს ორი უმნიშვნელოვანესი შიდა გამოწვევაა, რასაც ის უნდა გაუმკლავდეს. ეს არის ის, რომ ნებისმიერი ომი ეს არის უკიდურესად ქანცგამომცლელი და მითუმეტეს, შეიარაღებული ძალებისათვის ანუ, აქ არის კონკრეტულად ცოცხალი ძალის როტაციის თემა, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას საჭიროებს. აქ არამხოლოდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, არამედ ხარისხზე, ვინც ბრძოლაში შევა, ხარისხობრივად ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაწიონ. მეორე, ეს არის ის საკითხი, რომელსაც არც უკრაინა მალავს, არც შეერთებული შტატები და არც სხვა ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან – ეს არის აქტიური და ეფექტიანი ბრძოლა კორუფციასთან. იმიტომ, რომ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ ხმარდება იმ მიზნებს, რასაც უნდა მოხმარდეს“, – აღნიშნა ფხალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?