ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„მხარეები უკრაინის თავდაცვისთვის მოკავშირეთა მიერ მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე, რაც ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რუსეთის შეჭრის დასამარცხებლად უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მდგრადი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - წერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ზე.
უკრაინის დახმარების საკითხის გარდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში უფრო ფართო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.