ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი - რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს, აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში - რთულ პერიოდში ვცდილობთ, გაგიწიოთ საჭირო დახმარება

პუტინი - რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს, აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში - რთულ პერიოდში ვცდილობთ, გაგიწიოთ საჭირო დახმარება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი განიხილეს.

„რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ყველა სფეროში, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების სულისკვეთების შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს, ირანს რთულ სიტუაციაში საჭირო საქონლის მიწოდებით დაეხმაროს.

„ამ რთულ პერიოდში ვცდილობთ, გაგიწიოთ საჭირო დახმარება. ჩვენ ეს საკითხი თქვენთან განვიხილეთ და საჭირო საქონლით მოგაწვდით“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა მასუდ ფეზეშქიანს.

მისი თქმით, რუსი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში.

“რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.