ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა.
მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები.
„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.