ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, როგორც კი დავინახავთ, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად და არა მხოლოდ მშვიდობის შესახებ პოპულიზმისთვის ან 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ხანმოკლე პროპაგანდისტული ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, „თუ რუსეთი მზადაა 60 ან 90-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაშინ უკრაინაც მზად არის“.
„რუსეთმა მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს მოქმედება რეალურ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობით“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.