პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპის ქვეყნები ერთიან არმიას არ შექმნიან

ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტერმინთან, რადგან ხალხს სხვადასხვაგვარად ესმის, თუ ამით გესმით ეროვნული არმიების გაერთიანება, ეს არ მოხდება, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ ევროპამ, ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს“, – აღნიშნა სიკორსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას არსებობს თუ არა ევროპული არმიის შექმნის შესაძლებობა.
მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად გაძლიერებულ ბრიგადას აყალიბებს.
„თუ აშშ-ს სურს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ თავდაცვის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კომპონენტი, ნატო-ს კომპონენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ევროკავშირის კომპონენტი, ევროკავშირის სუბსიდიები თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა გაზარდოს ჩვენი წარმოების უნარი, მაგრამ ასევე ევროკავშირის ძალა, რომელიც მისი სახელის ღირსია“, – თქვა სიკორსკიმ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში პოლონური ჯარების განთავსება არ განიხილება, რადგან ნატო-ს წინაშე არის პოლონეთის მოვალეობა არის აღმოსავლეთის ფლანგის, ანუ საკუთარი ტერიტორიის დაცვა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება