მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ისაუბრა, რაც კვირის დასაწყისში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს მოყვა.
მდივანმა ხელახლა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის ამოცანა, ეძიოს და იპოვოს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება. დამატებით, მათ რამდენიმე სხვა ორმხრივ საკითხთან დაკავშირებით პოტენციურად ერთად მუშაობის შესაძლებლობა განიხილეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”