ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტი არ შემცირდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტი არ შემცირდება

მივიღეთ დასტური, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტი არ შემცირდება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.
“ომის მდივან პიტ ჰეგსეტთან ჩემი წინა საუბრებიდან და მინისტრის მოადგილე, პაველ ზალევსკისთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურ, ვიელსავ კუკულასთან დღევანდელი საუბრებიდან მივიღეთ დასტური, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტის შემცირება არ მოხდება. პოლონეთისა და აშშ-ის ალიანსი ძლიერია და კონკრეტული ქმედებები მოაქვს უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, - წერს კოსინიაკ-კამიში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.