ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

დენის შმიგალი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის ხელმძღვანელობით ნატო-ს დელეგაციასთან. ყურადღება გავამახვილეთ ინოვაციებსა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაზე. შეხვედრის მთავარი თემა ზამთრისთვის უკრაინის საჭიროებები იყო “, - წერს დენის შმიგალი X-ზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კოლეგებთან ხაზი გავუსვით საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტებს: თავდაცვის რაკეტებს, გამანადგურებელ დრონებსა და რადარებს“, - აცხადებს შმიგალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.