ბელგიის თავდაცვის მინისტრი – ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე დრონები ჯაშუშობისთვის დაფრინავენ, ისინი F-16-ების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ

ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე მფრინავი დრონები გამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, – ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა.
„ისინი დაფრინავენ ჯაშუშობისთვის, F-16-ების ადგილმდებარეობის, საბრძოლო მასალის ადგილმდებარეობის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაფიქსირებლად“, – აღნიშნა ფრანკენმა.
ბელგიამ ქალაქ პიერში მდებარე ნატო-ს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე დრონების ფრენის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ გამოძიება დაიწყო. Politico-ს ცნობით, იქ განლაგებულია ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
„რუსები ცდილობენ ამის გაკეთებას (საჰაერო სივრცეში შეჭრას) ყველა ევროპულ ქვეყანაში“, – აღნიშნა ფრანკენმა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, დგას თუ არა მოსკოვი კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის უკან, „თუმცა, მოტივები ნათელია და ასეთი ქმედებების ჩადენის საშუალებებიც აბსოლუტურად ნათელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება