ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იტალია მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ომის დაწყებიდან რიგით მე-12 იქნება

იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იტალია მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ომის დაწყებიდან რიგით მე-12 იქნება

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, იტალია მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ომის დაწყებიდან რიგით მე-12 იქნება.
როგორც კროზეტომ განმარტა, იტალიის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეცვლილა.
„ჩვენ მოვამზადებთ ახალ პაკეტს, რომელსაც მალე წარვადგენ, სხვა პაკეტების მსგავსს“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების საკითხზე საუბრისას კროზეტომ განაცხადა – „ჩვენ გავგზავნეთ ყველაფერი, რაც გვქონდა, იტალიის თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტების გარეშე, რომელიც ისედაც სუსტია“.
ცნობისთვის, იტალიამ უკრაინას ომის დაწყებიდან დახმარების 11 პაკეტი გაუგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება 2,5-დან სამ მილიარდ ევრომდეა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.