“მამუკა მდინარაძე საგარეჯოში იმყოფებოდა, ეს არის უტყუარი ინფორმაცია” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მურმან დუმბაძე ამბობს, ეს ინფორმაცია მას თორნიკე რიჟვაძის ნათესავებმა მიაწოდეს.
- ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პირდაპირ ეთერში ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთში იმყოფება.
“მე ვიცნობ რიჟვაძის ნათესავებს, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს. ურთიერთობა მქონდა რიჟვაძემდეც, მქონდა მაშინაც, როცა ის მთავრობის თავმჯდომარე იყო და ვაგრძელებ ურთიერთობას იმ ადამიანებთან მაშნაც, როცა რიჟვაძე გაქცეულია. ვნახე 2-3 ადამიანი, სახელს და გვარს ვერ დავასახელებ… ისინი არიან ძალიან გახარებული, მდინარაძე რომ გავიდა პოლიტიკიდან, რომ გააძევეს პოლიტიკიდან. პირველად ვამბობ ტელევიზიით ამას, იმიტომ არიან გახარებულები, რომ ისინი მე მიდასტურებენ, რომ მდინარაძემ ესროლა თუ არა [რიჟვაძეს] ეს არავინ არ იცის, მაგრამ ის, რომ მდინარაძე საგარეჯოში იმყოფებოდა რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, ამ ხალხისგან გამოსული…
ანუ, მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი აღიარებენ იმას, რომ მდინარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო რიჟვაძის იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფომ გაავრცელა.
თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ, რა ხდება ამ ერთი წლის განმავლობაში – მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, დაკითხულია თუ არა, რა მოხდა საგარეჯოში, ვინ ჩაიყვანა საგარეჯოში, ვინ ესწრებოდა იმ საქმის გარჩევას, იყო ძირითადი მოტივი ფულის ამოღება თუ არა? უამრავი შეკითხვებია, სად არის დღეს რიჟვაძე?
ერთ-ერთი ვერსიით, რიჟვაძე არ არის ევროპაში. მათიანი მეუბნება ამასაც. ერთ-ერთი ვერსიით, ის რუსეთშია. ასეთი ვერსიაც მოვისმინე მე. მე არ ვიცი რატომ შეიძლება იყოს რუსეთში. მე იმ ადამიანისგან, რომელსაც ველაპარაკე და რომელიც მისი შინაური და ახლობელია, ის ამბობს, რომ რიჟვაძე არის რუსეთში” – განაცხადა დუმბაძემ.




