ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენტაგონის პრესსპიკერი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი ავრცელებს.
„1-ელი იანვრის საღამოს, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯ. ოსტინი არჩევითი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“, - განაცხადა პეტ რაიდერმა.
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოსტინი საავადმყოფოში რჩება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
პეტ რაიდერს არ დაუზუსტებია თუ რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.