ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში რჩება, მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით კი კითხვები მატულობს

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ჰოსპიტალიზირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტი, თითქმის ერთი კვირის დაგვიანებით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ამერიკის თავდაცვის მდივანი უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 1 იანვარს შეიყვანეს.
ოსტინი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ -ის არმიის სამეთაურო ჯაჭვში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, დღეების განმავლობაში არაკონტაქტური იყო, წერენ ამერიკული მედიასაშუალებები და ამბობენ, რომ საათების განმავლობაში თავდაცვის მდივნის უფლებამოსილებას არავინ ასრულებდა. ოსტინის მოადგილე კეტლინ ჰინქსმა მხოლოდ 2 იანვარს დაიწყო თავდაცვის მდივნის ოპერატიული მოვალეობების შესრულება.
სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზაციაზე ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაგვიანებით მიიღო. არსებული ინფორმაციით ოსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ხუთმა მაღალჩინოსანმა მიიღო. რაც შეეხება ამერიკის კონგრესს, მათ ეს ინფორმაცია საჯარო განცხადების გავრცელებამდე ორი დღით ადრე მიიღეს, რის გამოც ამერიკის კონგრესის სხვადასხვა შტო თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ უჩნდებათ სერიოზული კითხვები პენტაგონის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს იყოს გამჭვირვალე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კრიტიკას ამერიკის თავდაცვის მდივანმა გავრცელებულ განცხადებაში უპასუხა, ოსტინი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაიდუმლოებაზე „სრულ პასუხისმგებლობას“ იღებს.
ამ დრომდე უცნობია კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოც 70 წლის ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდა. პენტაგონს არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა ამ დღეების განმავლობაში მდივანი ოსტინი უგონო მდგომარეობაში ან ნარკოზის ქვეშ. უცნობია ისიც რა მკურნალობის კურსს გადის ამერიკის თავდაცვის მდივანი.
ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ აუცილებელია ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორ წარიმართა მოვლენები 1-7 იანვრის განმავლობაში და რატომ გავრცელდა ინფორმაცია დაგვიანებით.
ინფორმაციას არ ფლობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ც, მას შემდეგ რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, ბლინკენმა კოლეგას „მალე გამოჯანმრთელება“ უსურვა.