ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც გაზეთი პენტაგონის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.
პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდაცვის მდივანი გამოჯანმრთელების პროცესშია და დღეს ელოდება, რომ სრულფასოვნად განაახლებს მოვალეობის შესრულებას.
პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში ყოფნის დროს, კეტლინ ჰიქსი, თავდაცვის მდივნის მოადგილე, “მზად იყო ემოქმედა და განეხორციელებინა მდივნის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)