ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მის გასაიდუმლოებულ ჰოსპიტალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.
”ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნულია ოსტინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. რაიდერს არ დაუზუსტებია თუ რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს. ამასთან, მოგვიანებით Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ისევე როგორც კონგრესის წევრებმა დღეების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ოსტინი ჰოსპიტალიზირებული იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.