„პატრიარქი “ – გამოფენა ეროვნულ არქივში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.
გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისათვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების – ეფრემ II-ისა და ილია II-ის – კუთვნილი ჯვარი.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის – ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.
გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულა პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდმა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.
დათვალიერება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია