“ტაბულა”-ს მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
ძლევამოსილი პატრიარქი ილია 50 წელი აკონტროლებდა სინოდს და წინააღმდეგობა თითქმის არ ხვდებოდა, თორემ აი, აქ ნახავთ, რას ვერ გააკეთებს პატრიარქი სინოდის გარეშე:
• ვერ დანიშნავს ეპისკოპოსს ერთპიროვნულად.
• ვერ შეცვლის ეპარქიების საზღვრებს.
• ვერ დასჯის სხვა ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ვერ გადააყენებს მას, ვერ შეუჩერებს მღვდელმოქმედებას, განკვეთაზე საუბარიც ზედმეტია. შენიშვნის მიცემა შეუძლია
• ვერ დატოვებს მემკვიდრეს.
• ვერ დაადებს ვეტოს სინოდის გადაწყვეტილებებს.
• მართვა-გამგეობის დებულებით შეუძლია სხვა ეპარქიების მღვდლების დასჯა, მაგრამ სინოდს შეუძლია შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.
• სინოდს ასევე შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილებები, რომელსაც პატრიარქი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მიიღებს სამღვდელოებასთან დაკავშირებით.
• პატრიარქს სინოდის მოწვევის ექსკლუზიური უფლება აქვს, მაგრამ მან ეს
მინიმუმ ორჯერ უნდა გააკეთოს.
• ვერ მიიღებს ფუნდამენტურ საეკლესიო, საშინაო თუ და საგარეო გადაწყვეტილებებს.
• ვერ დადებს ხელშეკრულებებს სახელმწიფოსთან სინოდის გარეშე.
• სინოდს შეუძლია განსაჯოს პატრიარქი და საჭიროების შემთხვევაში გადააყენოს ის. აქ პროცედურა ბუნდოვანია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია.
• სინოდის განჩინება პატრიარქისთვის სავალდებულოა, მაგალითად, თუ სინოდი აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, მიიღებს კრეტის კრების დოკუმენტებს და ა.შ პატრიარქმა ის ან უნდა შეასრულოს, ან გადადგეს.
• სინოდს შეუძლია სასამართლო ხელისუფლების დელეგირება მუდმივმოქმედ საეკლესიო სასამართლოზე, რომელიც პირველი ინსტანცია იქნება და კრებებს შორის პერიოდში განსჯის.
ეს არის მოკლე და მნიშვნელოვანი ჩამონათვალი.
მღვდელმთავრები უნდა მიხვდნენ, რომ ვინც უნდა აირჩიონ პატრიარქად, ძალუფლება არის მათ ხელში და ის შეიძლება განხორციელდეს მოქნილი ფრაქციების საშუალებით.




