„ამოქარგული ისტორია” – ლიანა ანიაშვილისა და დარიკო ჩიხლაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

22 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა გამოფენას – „ამოქარგული ისტორია” უმასპინძლებს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული ხალხური რეწვის ოსტატების – ლიანა ანიაშვილისა და დარიკო ჩიხლაძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერო და საეკლესიო ნაქარგობის ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენილი ნამუშევრები თავად ჰყვებიან: ნაქარგობის ისტორიას, წარსულის გაცოცხლების, აღდგენისა და მისი შენარჩუნების გზას.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ხსოვნას.
საეკლესიო ნაქარგობა, ორი საუკუნე დაკარგული იყო. მისი აღდგენა 80-იან წლებში პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით დაიწყო და გრძელდება დღემდე. ოსტატები 40 წელია ერთგულად ემსახურებიან ამ ეროვნულ საქმეს, ქმნიან ქართული ნაქარგობის ხელოვნების ნიმუშებს და ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, თავიანთ ცოდნას უზიარებენ მომავალ თაობებს.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ