ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, მოქალაქეები აქციას მართავენ

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.
ამასთან, აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთანაც” მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას ხვდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.