ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს , - ამის შესახებ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა განაცხადეს.
ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ და “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დედაქალაქში თანამოაზრეების მიმართ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები.
ბათუმელი სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.