პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან.
პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც.
შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 29 აპრილს დაუჭირა. ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს.