ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტები გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას - „პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ

გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას სახელწოდებით - „პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ.
გმირთა მოედანზე შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს და აქციის მონაწილეების მოქალაქეების მოსვლას ჯერ კიდევ ელოდებიან. მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა.
როგორც სამართალდამცველებმა აქ შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს. პოლიციამ, ასევე, აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ ხალხის დიდი რაოდენობის შემთხვევაშიც, გზა მათთან შეთანხმებით გადაკეტონ.
„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით“, - განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.