არქივი30 ნოემბერი, 2024, 00:37
პარლამენტის მიდებარედ, შევჩენკოს ქუჩაზე კვლავ აკავებენ მომიტინგეებს

პარლამენტის მიმდებარედ შევჩენკოს ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მოანწილეების დაკავება დაიწყეს.
მანამდე აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით ისროდნენ ფეიერვერკებს.
ამ დროისთვის, ადგილზე სულ მცირე, 3 პირია დაკავებული, სამართალდამცავები დაკავების მიზეზებს მედიასთან არ განმარტავენ.
ქუჩის პერიმეტრზე განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ხალხის ნაწილი კი ამ დროისთვის კვლავ რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.