არქივი30 ნოემბერი, 2024, 00:23
პარლამენტის შენობის მიმდებარედ კვლავ აკავებენ მომიტინგეებს - პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს

პარლამენტის მიდებარედ აქციის მონაწილეებს კვლავ აკავებენ. კერძოდ, დაკავებები მიმდინარეობს ჩიტაძის ქუჩის კუთხეში.
პარალელურად, მომიტინგეები პოლიციის მიმართულებით დაიძრნენ, სპეცრაზმი მათ შეჩერებას წყლის ჭავლით ცდილობდა.
პარალელურად, აქციის მონაწილეები კვლავ აგრძელებენ გაურკვეველი საგნების სროლას სამართალდამცველების მიმართულებით.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ “რუსებო, რუსებო!”
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.