რუსთაველის გამზირზე პერიოდულად კვლავ იყენებენ წყლის ჭავლს - პარალელურად საპოლიციო ძალები მომიტინგეებს აკავებენ

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა წყლისჭავლი კვლავ გამოიყენა. მიმდინარეობს მომიტინგეების დაკავებები. დაკავების დროს პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეის.
ამასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში რამდენიმე სპეცრაზმელი შევიდა, სადაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ოფისს თავს აფარებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები, პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც მათი მისამართით ცრემლსადენ გაზს უშვებენ, ფეიერვერკებს ისვრიან.
უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფელბას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.