ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ დაპირისპირებაა - პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დააკავა

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ დაპირისპირებაა - პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დააკავა

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ სავარაუდოდ, აქციაზე მყოფი
რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.
მიუხედავად არსებული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ.
ჭიჭინაძის ქუჩის გარდა მოქალაქეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.
ამასთან, ჭიჭინაძის ქუჩის გარდა სამართალდამცველები, კერძოდ კი სპეცრაზმი იმყოფება თავისუფლების მოედანზე.
ცნობისთვის, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსახატად მას შემდეგ გავიდნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.