არქივი22 მარტი, 2025, 22:04
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 115-ე დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ცეცხლი ოლიგარქიას“. ისინი კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ცოტა ხანში მათ მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით წამოსული "MEGOBARI აქტის" მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.