ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპი გმობს "სასოწარკვეთილ ჰუმანიტარულ ვითარებას" ღაზაში

რომის პაპმა, ფრანცისკემ 25 დეკემბერს დაგმო ღაზაში პალესტინელთა სასოწარკვეთილი ჰუმანიტარული ვითარება და საშობაო სიტყვაში "ქალაქსა და მსოფლიოს"/Urbi et Orbi გამოვიდა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოწოდებებით.
"ჩემი გული გლოვობს 7 ოქტომბრის შემზარავი თავდასხმის მსხვერპლთ, და ვიმეორებ ჩემს სასწრაფო მოწოდებას კვლავ ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებისკენ" - თქვა ფრანცისკემ და დასძინა: "გამოვდივარ თხოვნით დასრულდეს სამხედრო ოპერაციები, სამოქალაქო პირებს შორის უდანაშაულო მსხვერპლის მათი თავზარდამცემი შედეგით და მოგიწოდებთ გადაწყვეტა მოეძებნოს სასოწარკვეთილ ჰუმანიტარულ ვითარებას, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის გზის გახსნის მეშვეობით".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.