ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპი გმობს ძალადობას ქალთა მიმართ

რომის პაპმა 1 იანვარს დაგმო ძალადობა ქალთა მიმართ, იმ ფონზე, როცა იტალიაში მიმდინარეობს კოლექტიური მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება კაცების შოვინიზმის ტრადიციისგან, რაც ხშირად იწვევს ფემიციდის შემთხვევებს.
ფრანცისკე წარსულშიც ბევრჯერ გამოსულა ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების მოწოდებით. მისი ახალი სიტყვები დაემთხვა პერიოდს, როცა იტალიის საზოგადოებაში დიდია სიბრაზე ნოემბერში 22 წლის სტუდენტის, ჯულია ცეკეტინის სასტიკი მკვლელობის გამო. ამ შემთხვევას მთელ ქვეყანაში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, ახალი ძალით დაიწყო საზოგადოებრივი მსჯელობა ამ პრობლემის გარშემო.
იტალიის პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალ ზომებს, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში მოკლეს 100-ზე მეტი ქალი, აქედან დაახლოებით ნახევარი მოკლა მოქმედმა პარტნიორმა ან ყოფილმა პარტნიორმა.
იტალიის საგაზეთო სტატიების სათაურებში ხშირად ფიგურირებს სიტყვა "ფემიციდი"

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.