რომის პაპი – ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო წირვის დროს წმინდა მიწაზე, სადაც ამჟამად ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი მიმდინარეობს, მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იესოს მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ ჩაახშო სწორედ იმ მიწაზე, სადაც ის დაიბადა.
„ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული კონფლიქტებით, რომლებიც დღესაც ხელს უშლის მას მსოფლიოში ადგილის პოვნაში“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთი მიმართვა გააკეთა ღაზაში მძვინვარე კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და „ჰამასის“ მიერ გატაცებული, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა