ჩრდილოეთ ღაზაში არცერთი საავადმყოფო აღარ მუშაობს – ჯანმო

“კატასტროფულს მიღმა” – ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ ღაზაში არსებულ ვითარებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პაციენტებს, არათუ სამედიცინო მომსახურებაზე, არამედ საკვებსა და წყალზეც კი არ აქვთ წვდომა.
“საწვავის, პერსონალისა და მარაგების ნაკლებობის გამო, ჩრდილოეთ ღაზა ფუნქციონალური საავადმყოფოს გარეშე დარჩა, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ისრაელის სამიზნეა“, – წერს Al Jazeera ჯანმო-ზე დაყრდნობით.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოეთ ღაზას ჯანმოს მისია სტუმრობდა.
“ჩვენს თანამშრომლებს სიტყვები არ ჰყოფნით იმ სიტუაციის აღსაწერად, რომელიც კატასტროფულს მიღმაა და რომლის პირისპირაც პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები არიან. ჩრდილოეთში, რეალურად, ფუნქციონალური საავადმყოფოები დარჩენილი არ არის”, – ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი რიჩარდ პიპერკორნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული