“ოცნება“ 70 წლამდე პენსიონერების პენსიას 20 ლარით, მინისტრების ხელფასს კი 1080-1350 ლარით ზრდის
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლის და უფროსი ასაკის პირთა პენსია იზრდება. ასევე იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და მოსამართლეების ხელფასები.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.4%-ით 370-დან 390 ლარამდე, ხოლო 70 და უფროსი ასაკის პირების 12.1%-ით 495-დან 555 ლარამდე იზრდება.
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მინიმუმ 20 ლარით უნდა გაიზარდოს, 70 წლისა და უფროსი ასაკის პირების პენსია კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
2027 წლიდან იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც, მათ შორის იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასებიც.
2027 წლიდან პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000-დან 17 350 ლარამდე იზრდება.
ხელფასები გაეზრდებათ აგრეთვე მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებსა და მოსამართლეებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEპრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?
- TV პირველიუმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ხელფასები ეზრდებათ - დაფინანსება ეზრდებათ სამინისტროებსაც
- ალია2027 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასებიც გაიზრდება, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
- რადიო თავისუფლება20 ლარით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
- რადიო თავისუფლებაპრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარამდე იზრდება
- ნეტგაზეთიპენსია 20-60 ლარით იზრდება, დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასი კი 1080-1350 ლარით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…