ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ მგონია, 30 დღეში სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება მოასწროს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება 30 დღეში მოასწროს. ამავე დროს, მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

არ მგონია, 30 დღეში სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება მოასწროს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
არ მგონია, 30 დღეში სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება მოასწროს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეTV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 30 დღეში გადაწყვეტილების გამოცხადება სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

რევაზ ნადარაიამ გახარიას გუნდის წევრებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ამ 30 დღეში წარმოადგინონ შესაგებელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჰკითხა, 29-ე დღეს რომ წარადგინონ შესაგებელი და ამ დროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს სასამართლოს, ამით პარტიის უფლებები არ დაირღვევა, რაზე პასუხადაც ნადარიამა უპასუხა, რომ "არ ირღვევა".

მოსამართლე რევაზ ნადარაია: არ მგონია 30 დღეში სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება და განხილვა მოასწროს, მაგრამ ეს ვადა ნამდვილად არ ზღუდავს სასამართლოს, რომ 30 დღეში გადაწყვეტილება წარმოადგინოს. ეს არის ვადა იმისა, რომ ბოროტად არ ისარგებლოს მუდმივად შესაგებლის წარმოდგენის ვადით.

ანა ბუჩუკური: მე ვერ გავიგე, ანუ 30 დღე ვადა, რომელიც ჩვენ გვაქვს პასუხის წარმოსადგენად, 29-ე დღეს რომ წარმოვადგინო, მაგრამ თქვენ უკვე გადაწყვეტილება გქონდეთ მიღებული, ამითი ჩემი უფლებები ხომ ირღვევა?

მოსამართლე რევაზ ნადარაია: არ ირღვევა, თუ გნებათ წარმოადგინეთ და შეგეძლოთ წარმოგედგინათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები