არქივი9 ნოემბერი 2024, 16:45
ორთაჭალაში სატვირთო გადაბრუნდა – დაღუპულია მძღოლი

თბილისში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ორთაჭალაში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.