არქივი9 ნოემბერი, 2024, 15:18
თბილისში, სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა - გარდაცვლილია მძღოლი

ორთაჭალაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.