პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა

ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა

ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, „ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი“ (COGAT) ავრცელებს.
„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
COGAT-ის ცნობით, ღაზაში შესატანად ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საკვებს, სასმელ წყალსა და მედიკამენტებს მოიცავს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.