ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლა 12 ლიბანელი მაშველი, სირიაში დაღუპულია 15 ადამიანი

ისრაელის საჰაერო დარტყმებს ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაალბეკის სამოქალაქო დაცვის ცენტრში ემსხვერპლა, სულ მცირე, 12 ლიბანელი მაშველი – იუწყებიან ჯანდაცვის და დახმარების მუშაკები. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშებს დედაქალაქსა და მის გარშემო შეეწირა, სულ მცირე, 15 ადამიანი.
ლიბანის გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები 14 ნოემბერს, საღამოს, დანგრეული ნაგებობის ქვეშ დარჩენილი თავიანთი კოლეგების გადასარჩენად ნანგრევებს თხრიდნენ – აღნიშნავს ჯგუფი განცხადებაში. დაჭრილია სამოქალაქო დაცვის ცენტრის, სულ მცირე, სამი თანამშრომელი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაგმო “ბარბაროსული თავდასხმა ლიბანის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრზე”. ისრაელის არმიას ამ საკითხზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
მანამდე ისრაელმა, სულ მცირე, ორი საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიაში, დამასკსა და მის შემოგარენში, რასაც ემსხვერპლა, სულ მცირე, 15 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 16 პირი – აცხადებს სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?