არქივი31 იანვარი, 2024, 15:31
ნულანდი კიევში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა.
ბრინკმა კიევის რკინიგზის სადგურზე ნულანდთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.
მან აღნიშნა, რომ დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეხვედრა უკრაინის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.
ბრინკმა დასძინა, რომ ნულანდის ვიზიტი „ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ვალდებულებას უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხების შესახებ“.
ამ ეტაპზე უცნობია შეხვდება თუ არა ნულანდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.