ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს.
„ბევრი ექსპერტი აღიარებს და ლიეტუვაში ჩვენც ვამბობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისთვის 2024 წელი შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა კიევში გამგზავრებამდე.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში ლანდსბერგისის მერვე ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.