არქივი31 იანვარი, 2024, 11:23
ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა
ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს.
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ვეტერანებს შეხვდება, რათა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ და უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული დახმარების შესწავლის საკითხი უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან განიხილეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.