ნიცა თავაძე: იმის ყურება, როგორ აიხდინე ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ყველაზე საოცარი რამაა (ფოტოები)

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ორგზის ჩემ­პი­ო­ნის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე პსჟ-ს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ემო­ცი­ურ, ოჯა­ხურ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

“ნე­ტავ ადა­მი­ა­ნებს ეს­მო­დეთ, რა ძა­ლას მო­ი­თხოვს ასეთ მო­მენ­ტამ­დე მის­ვლა. ზე­წო­ლა, მსხვერ­პლი, დის­ციპ­ლი­ნა, მო­ლო­დი­ნე­ბი… და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, შენ ყო­ველ დღე გა­ნაგ­რძობ­დი სვლას.

ახლა კი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, ჩემ­პი­ო­ნი ხარ.

იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ აიხ­დი­ნე ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ოდეს­ღაც ლო­ცუ­ლობ­დი და ოც­ნე­ბობ­დი, ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი რამ არის.

შე­ნით ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ. მიყ­ვარ­ხარ, ჩემო მა­რა­დი­უ­ლო ჩემ­პი­ო­ნო. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია – წინ კი­დევ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაა”, – წერს ნიცა თა­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში პარი სენ-ჟერ­მენ­მა ლონ­დო­ნის “არ­სე­ნა­ლი” და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რე, ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლი მო­ე­დან­ზე გარ­დამ­ტე­ხი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად “არ­სე­ნა­ლი” 1-0-ს იგებ­და და პა­რი­ზე­ლებს ლონ­დო­ნის დაც­ვის გარ­ღვე­ვა უჭირ­დათ, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში, ხვი­ჩამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის შე­დე­გად 11-მეტ­რი­ა­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, უს­მან დემ­ბე­ლემ კი პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა პსჟ-მ მო­ი­პო­ვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს