დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი:
ჩემს ცხოვრებაში ვიცნობდი ბევრ ადამიანს, ვინც ასახელა თავისი ქვეყანა მსოფლიოში.
მიაღწია პირად წარმატებას და, როდესაც იკითხეს, საიდან იყო, უთხრეს, რომ საქართველოდან.
მაგრამ ვიცი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ვინც საკუთარ ქვეყანას მიაღწევინა წარმატებას,
ისე, რომ გაიგეს ქვეყანა და შემდეგ იკითხეს: კი, მაგრამ ვინ იყო ადამიანი, ვინც ასეთი რამ შეძლო?
ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება.
ვერავინ, ვერ დამწამებს ცილს, რომ მე მისი მმართველობის ნაკლი ან დანაშაულები გამიმართლებია.
ან მაშინ, ან მას შემდეგ, ან რაიმე არ ვიცი.
ბევრ სხვაზე უკეთ ვამჩნევ, თუნდაც დღეს, სად უშვებს შეცდომებს, როდის და როგორი მავნებელია მისი გამოხმაურება.
მე მინახავს, როგორ გაუსწორეს ანგარიში
ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, მისი უახლოესი გარემოცვის საშუალებით…
სწორედ ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ წარმატებას, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ,
ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა რეჟიმთან ერთად ამ პიროვნების განადგურებაში.
თუნდაც, სანამ ანტიდასავლური რეჟიმია ქვეყანაში, ადამიანი პატიმრობაშია, არ შეიძლება გამოცხადდეს მორატორიუმი?
თუ საზოგადოების წარმომადგენლებმა არა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც მის ხელისუფლებაში იყვნენ.
არც კარგი, არც ცუდი.
ამით პოლიტიკური წინააღმდეგობა მხოლოდ მოიგებდა. თავდასხმა მისი მომხრეების მხრიდან იყოს უგულებელყოფილი.
რჩება შთაბეჭდილება, რომ რეჟიმი ყველას და ყველაფერს აიგივებს “ნაციონალურ მოძრაობასთან”
და, იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი “ნაცები” არ არიან თუ აღარ არიან და მათი არჩევა საფრთხეს არ უქმნის ქვეყანას,
შედიან პოლემიკაში პრეზიდენტ მ.სააკაშვილთან, ციხეში, და ცდილობენ გააცამტვერონ მისი სახელი და მემკვიდრეობა.
და ამით, გასაგებია, რომ დაიცვან თავი.
თუ აღარ გაქვს კავშირი, არ უნდა გქონდეს მოთხოვნილება, გაემიჯნო.
წინ გავიხედოთ, გამოგონილ საფრთხეებს ნუ გამოვუცხადებთ ბრძოლას. ნამდვილი საფრთხე ამოვიღოთ მიზანში.
ყველა ყველაფერს ხედავს, ხვდება, ყველამ ყველაფერი იცის.




